en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციები შს სამინისტროს მიმართავენ

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა 5 ივლისს, განცხადება გაავრცელეს და შს სამინისტროს მიმართეს ვიდეო არქივის შესახებ.  „დასაწყისშივე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ წინამდებარე განცხადებაში ჩვენ შევეხებით მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალის განადგურების აუცილებლობას, რაც ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ ასევე დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ყველა სხვა ჩანაწერი. პირიქით, ვიდეო მასალა, სადაც ასახულია წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება თუ სხვა მსგავსი ფაქტები, სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე (როგორც მინიმუმ) არ უნდა განადგურდეს და ყველა მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირს კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა დაეკისროს დანაშაულის სიმძიმის ადეკვატური პასუხისმგებლობა. 
სამართლებრივად სხვა ვითარებაა მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით. მსგავსი ჩანაწერები დაუყოვნებლივ  უნდა განადგურდეს...", ნათქვამია განცხადებაში.
მიმართვას ხელს აწერენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, კონსტიტუციის 42–ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი.
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)