en
ge

ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა

თბილისი. 8 ივლისს სასტუმრო „რედისონში" ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს ორგანიზებით" იუსტიციის სამინისტრომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტის პრეზენტაცია გამართა.
კანონპროექტის მიზანია უკვე არსებული უფლებებით სარგებლობისას დისკრიმინაციის აღმოფხვრა და კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უზრუნველყოფა.  
კანონპროექტი ითვალისწინებს დისკრიმინაციის პრევენციასაც, კერძოდ, დისკრიმინაციული ნორმების გაუქმებას და დისკრიმინაციის ფორმებისა და მათგან დაცვის საშუალებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის თანახმად, პარლამენტი ირჩევს თანასწორობის დაცვის ინსპექტორს. მისი პასუხისმგებლობა იქნება კონკრეტული განცხადებებისა და მიმართვის შესწავლა, ასევე, საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება, დისკრიმინაციის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარების მონიტორინგი, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და სხვა.
წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)