en
ge

კვლევა საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის შესახებ

თბილისი. 27 ივლისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" გამოაქვეყნა რიგით მესამე ანგარიში საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ. პროექტი ფოკუსირებულია ფარმაცევტულ, სადაზღვევო და ჰოსპიტალურ სექტორებზე. ანგარიშში გაანალიზებულია ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამები, ასევე, საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორში არსებული ვითარება. 
ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლევის ძირითადი მიგნებები ეფუძნება 2008-2012 წლებში სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე მოვლენების ღრმა ანალიზს;  სიღრმისეულ ინტერვიუებს, სტრუქტურირებულ ინტერვიუებსა და ვრცელ მიმოწერას ყველა აქტორთან რომელიც ჩართულია ამ პროცესში და  ასევე სადაზღვევო სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც 2012 წლის აპრილ-მაისში ჩატარდა. კვლევამ მოიცვა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის 252 და კორპორატიული და ინდივიდუალური დაზღვევის პროგრამის 100 ბენეფიციარი, ასევე, საკონტროლო ჯგუფი, რომელიც 350 დაუზღვეველი რესპონდენტისგან შედგებოდა. 
ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს  საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკისა და მზღვეველებისთვის. პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.
კვლევა

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)