en
ge

საია 22 ივლისს პროკურატურაში ჩატარებულ პრესკონფერენციას ეხმიანება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 22 ივლისს, პროკურატურაში ჩატარებულ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „22 ივლისს პროკურატურაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიებით არ დადასტურდა ჩვენების მიღების მიზნით მამუკა ივანიაძეზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი ...სამწუხარო ფაქტია, რომ პროკურატურის თანამშრომელთა ქმედებები ამ საქმეში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებს გასცდა და ძიება მიმდინარეობს იმ მეთოდებით, რომლებიც, შესაძლებელია, თავად შეიცავდნენ დანაშაულის ნიშნებს. ჩვენთვის გასაგებია ის გარემოება, რომ პროკურატურაში კვლავ არიან ის პირები, რომელთა ქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით წინა წლებშიც არსებობდა კითხვები. თუმცა, ცხადია, რომ  ეს გარემოება ვერ გახდება მსგავსი ქმედებების გამართლების საშუალება. მაგალითად, ის პროკურორი, რომელიც 2013 წლის 22 ივლისს პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე დამაჯერებლად უხსნიდა საზოგადოებას, რომ ივანიაძეზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)