en
ge

დევნილი მოზარდები პოლონეთში საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობენ

პოლონური ორგანიზაცია „ევროპული განათლების პოლონური ფორუმის", ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ასოციაცია დრონის" ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოზარდები პოლონეთში საერთაშორისო პროექტში ღებულობენ მონაწილეობას. პროექტში, ქართველებთან ერთად ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 14 დან 19–წლამდე მოზარდები არიან ჩართულნი.
პროექტის მთავარი მიზანია შეცვალოს ახალგაზრდების დამოკიდებულება გარემომცველ რეალობასთან მიმართებაში და ხელი შეუწყოს ხელოვნების სფეროში მათი ინიციატივების რეალიზებას. უცხოელი ექსპერტები მოზარდებისთვის სხვადასხვა სახის ვორქ–შოფებსა და საგანმანათლებლო ტრენინგებს.
პროგრამის ფარგლებში, პოლონელი, უელსელი, ქართველი, ესპანელი და იტალიელი ახალგაზრდა ხელოვანები შექმნიან ინსტალაციებსა და ვიდეო მასალებს, რომელსაც შემდგომ სქმიანობაში გამოიყენებენ მოზარდები.
პროექტი დაფინანსებულია პოლონური ნაციონალური სააგენტოს მიერ ევოკავშირის „ახალგაზრდები მოქმედებაში” პროგრამის ფარგლებში. პროექეტის ორგანიზატორები ასევე არიან ევროპული განათლების პოლონური ფორუმის და უელსის ორგანიზაცია ,,Valley kids".
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)