en
ge

საკლუბო აუდიტორიების რეაბილიტაცია

შიდა ქართლი. ცენტრი „აფხაზეთი" გორის მუნიციპალიტეტის „ბუფერული ზონის" რვა სოფლის სკოლებში საკლუბო აუდიტორიების რეაბილიტაციას ახორციელებს. 
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ცენტრ „აფხაზეთის" ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში შექმნილი „მოვლა-ექსპლუატაციის" ჯგუფის წევრები ახორციელებენ. „მოვლა-ექსპლუატაციის" ჯგუფის წევრები დევნილები არიან.
რეაბილიტირებულ და კეთილმოწყობილ საკლუბო აუდიტორიებში დაარსდება 56 არაფორმალური განათლების წრე შემდეგ მიმართულებებში: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, სამოქალაქო განათლება, გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი. 
საკლუბო აუდიტორიები აღიჭურვება ავეჯით, ხოლო საგნობრივი წრეები - თანამედროვე სასწავლო ნივთებით, თვალსაჩინოებებით და ლაბორატორიული დანადგარებით დაკომპლექტდება. წრეები 30 თვე იფუნქციონირებენ. 
პროექტი დაფინანსებულია USAID-ის მიერ და ხორციელდება UNICEF-ის მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)