en
ge

„რატომ არ უნდა გადაწყდეს საკულტო ნაგებობის მშენებლობის საკითხი რეფერენდუმის გზით?“

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა თამთა მიქელაძის ბლოგ–პოსტი – „რატომ არ უნდა გადაწყდეს საკულტო ნაგებობის მშენებლობის საკითხი რეფერენდუმის გზით?" – გამოაქვეყნა. „სახელმწიფომ რელიგიური ნაგებობების მშენებლობის საკითხის გადაწყვეტის დროს მკაცრად უნდა დაიცვას სეკულარიზმის პრინციპი და მისი მიდგომები ადამიანის უფლებების დაცვის ხედვას დააფუძნოს. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ ჭელას მინარეთის აღმართვის დაუშვებლობა, მას შემდეგ რაც მისი მშენებლობა დღეს არსებული საკანონმდებლო რეგულაციების მოთხოვნებთან  შესაბამისობაში მოვა,  უკანონო იქნება. ამასთან იმ პირობებში, როდესაც დღეს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში შენდება და მოქმედებს არა ერთი ახლად აშენებული ქრისტიანული ეკლესია, ასეთი მიდგომის ჩვენება სახელმწიფოს მხრიდან  იქნება დისკრიმინაციული და არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს მუსლიმ მოქალაქეებს", ნათქვამია ბლოგ–პოსტში. 
სრულად
წყარო: emcrights.wordpress.com



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)