en
ge

საჯარო შეხვედრა

აჭარა. 14 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტისა და ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, „ბათუმის წყალი" ადმინისტრაციის წარმომადგენლები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს წყალმომარაგების სისტემის სრულყოფაზე, გამრიცხველიანობასა და წყლის ხარისხზე ბათუმში. ასევე სასმელი წყლის ქსელზე მომხმარებელთა მიერთების ახალ პროცედურებზე. პრეზენტაციის შემდეგ „ბათუმის წყლის" წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაიმართა. „სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტი" მომავალშიც აპირებს მოსახლეობისათვის აქტუალურ საკითხებზე საჯარო შეხვედრების გამართვას.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)