იუნისეფის, კლერმონტის უნივერსიტეტის და და IOCE-ის ინიციატივით, როკფელერის ფონდის დახმარებითა და გაეროს ქალთა ფონდის (UN Women) პარტნიორობით იწყება დისტანციური, ელექტრონული სწავლების პროგრამა. პროგრამა შედგება შემდეგი კურსებისგან: მიუკერძოებლობასა (სამართლიანობასა) და გენდერზე ფოკუსირებული შეფასებები, შეფასების ეროვნული შესაძლებლობების განვითარება ქვეყნის მონიტორინგისა და შეფასების სისტემებისთვის, ახალი პრაქტიკები განვითარების შეფასებებში. პროგრამას წარუძღვება 30 საერთაშორისო დონის ექსპერტი. სასწავლო პროგრამა უფასოა. კურსი ხელმისაწვდომი იქნება არაბულ, რუსულ და ესპანურ ენებზეც.
ვიდეო–წარდგენა
წყარო: mymande.org