თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მოუწოდებს სახელმწიფოს დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ღონისძიებები შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფის მიზნით. „საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანიცვლილებების მიუხედავად, ისინი არ შეხებია შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო მექანიზმების გარანტირებას, რაც პრობლემას კვლავ დღის წესრიგში ტოვებს და მისი დაუყოვნებლივი მოგვარების საჭიროებას განაპირობებს", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC) სურს ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღება მიმართოს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული უმძიმესი და სისტემური პრობლემისაკენ, რომელიც ავლენს სახელმწიფოს უსუსურ პოლიტიკას დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების არასათანადო დაცვაზე".
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში