თბილისი. 24 სექტემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ორგანიზაცია ასაჩივრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უარს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საზღვარგარეთ მაგისტრატურაში სასწავლებლად დაფინანსებული სტუდენტების შესახებ ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის მოთხოვნაზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" იყენებს სამართლებრივ გზებს, სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ და მოითხოვს, რომ სასამართლომ დაავალოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საჯარო ინფორმაციის მოწოდება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.
წყარო: transparency.ge