en
ge

უფლებადამცველთა ახალი პროექტი

თბილისი. ფონდი ღია საზოგადოება - საქართველომ და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა საკვლევი ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართეს. პროექტი შეისწავლის, თუ რა მოტივი ჰქონდა წამებას ციხეებში და რა როლს ასრულებდა ის მართლმსაჯულების სისტემაში. კვლევის პროცესში გამოკითხავენ 1200 მსჯავრდებულს, რომელთაგან 600 ყოფილი პატიმარია. კვლევაში ჩართულნი არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ციხის თემაზე მუშაობენ. კვლევის შედეგები 2014 წლის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება. შედეგებზე დაყრდნობით სამუშაო ჯგუფი მოამზადებს ანგარიშს, სადაც გაანალიზებული იქნება წამების როლი საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში. ანგარიში ასევე აისახება კონკრეტულ რეკომენდაციებს. სამუშაო ჯგუფი აერთიანებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე საერთაშორისო ექსპერტებს,
წყარო:osgf.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)