en
ge

შეხვედრა ქალ მეწარმეებთან

კახეთი. 7 ოქტომბერს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალები საქართველოს რეგიონებში" შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს საქართველოში ქალთა მეწარმეობის განვითარება და ფინანსების მოძიების გამარტივება წარმოადგენდა. და შესაბამისად, შეხვედრას ქალი მეწარმეები ესწრებოდნენ.
ანა ალვერდაშვილი, ორგანიზაციის წარმომადგენელი: „დღევნდელი შეხვედრის მიზანი იყო ქალ მეწარმეებს გაეწიოს დახმარება რათა დაიწყონ ბიზნესი და ამისათვის მოიძინოს თანხები, ან უკვე არსებული მეწარმეობა გააფართოვონ. დღევანდელი ღონისძიებისთვის მოწვეული გვყავს სპეციალური სტუმრები, ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლები ლატვიიდან, ესტონეთიდან და შვედეთიდან. უცხოელ ქალბატონებს გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, რისი გაზიარებაც მოხდა ქართველი მეწარმე ქალებისთვის".
ინესა კრუზანეცი, ლატვიის სოფლად მცხოვრებ ქალთა ასოციაცია:„შეხვედრას ჰქონდა გაცნობითი ხასითი. ამასთანავე გვინდა გავიგოთ, რა შეხედულები აქვთ და რისი გაკეთება სურთ ჩვენს დამსწრეებს რათა მომავალში სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით მოხდეს ერთობლივი მუშაობა".
შეხვედრის დასასრულს გაფორმდა მემორანდუმი სამომავლო თანამშრომლობისათვის.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)