კახეთი. თელავში, ფონდ „ტრამის" მხარდაჭერით, თუშეთში მოღვაწე მოყვარული ფოტოგრაფის, შალვა ალხანაიძის გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 50-იან 60-იან წლებში გადაღებული თუში ქალების შავ-თეთრი პორტრეტები. გამოფენას თელავში, ვახვახიშვილების კოშკის საგამოფენო დარბაზმა უმასპინძლა. პორტრეტების ნახვა დამთვარიელებელს 20 ოქტომბრამდე შეეძლება.