en
ge

„სამართლიანი არჩევნები“ საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვას აფასებს

თბილისი. საოლქო კომისიებში „სამართლიანმა არჩევნებმა" 78 საჩივარი წარადგინა. საჩივრების უმეტესობა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა პასუხისმგებლობას ეხებოდა, ხოლო 11 შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა შემაჯამებელი ოქმის ბათილობა და შედეგების გადასინჯვა შემაჯამებელ ოქმებში არსებული ხარვეზებისა და უზუსტობების გამო.
„ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საოლქო კომისიების მიერ დაკმაყოფილებულ იქნა 24 საჩივარი, რითიც დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრათ კომისიის წევრებს, ძირითადად თავმჯდომარეებს... ერთ შემთხვევაში გაუქმდა გადასატანი ყუთი... ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 6 საჩივარი და არ დაკმაყოფილდა 7 საჩივარი. შემაჯამებელი ოქმის ბათილობის არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევებში მოხდა კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა და შესწორების ოქმების შედგენა... ყველაზე პრობლემატურად საჩივრების განხილვა ბათუმის საოლქო კომისიაში წარიმართა, სადაც „სამართლიანი არჩევნების" 3 საჩივარი უკანონოდ, განუხილველად იქნა დატოვებული. აღნიშნული ფაქტი ორგანიზაციამ სასამართლოში უკვე გაასაჩივრა..." , ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
ამ ეტაპზე საოლქო კომისიები განაგრძობენ წარდგენილი საჩივრების განხილვას. პროცესის მიმდინარეობის პარალელურად „სამართლიანი არჩევნები" მოახდენს მონაცემთა განახლებას, რის შესახებაც ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას.
სრულად
წყარო: www.isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023