en
ge

გურჯაანში ,,ქალთა კლუბი“ შეიქმნა

გურჯაანში ,,ქალთა კლუბი“ შეიქმნა
კახეთი. გასულ კვირას გურჯაანში „ქალთა კლუბი" დაარსდა. მისი მიზანია ადგილობრივ სოფლებში მცხოვრები ქალების ჩართვა–გაწევრიანება. ამ ეტაპზე კლუბში 50–მდე ქალბატონია გაწევრიანებული. „უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი აქტიური და სადაქმებულია", – აცხადებს ქეთევან გელიტაშვილი. საზოგადოებრივი ორგანიზაციის – „ახალი თაობა დემოკრატიისათვის" – დამფუძნებელი. სწორედ ამ ორგანიზაციის ხელშეწყობით დაარსდა „ქალთა კლუბი".

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ახალი თაობა დემოკრატიისათვის" გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2008 წლიდან ფუნქციონირებს, ბოლო ერთი წელია ორგანიზაცია გენდერულ საკითხებზე მუშაობს. ქეთევან გელიტაშვილის თქმით, გენდერულ საკითხებზე მუშაობა ქალების პასიურობამ გამოიწვია – „კლუბში მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცნობილი ქალბატონების გაწევრიანებას ვგეგმავთ, რათა მათ თავიანთი წარმატებული გამოცდილება გაუზიარონ საზოგადოებას".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)