en
ge

საია ადვოკატებისათვის „გარკვეული ვალდებულებების დაკისრების მიზნით“ ინიცირებულ კანონპროექტზე

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადვოკატებისათვის „გარკვეული ვალდებულებების დაკისრების მიზნით" ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება. „საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონსა და „ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები. აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის ,,ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის" (FATF) რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანას. სამწუხაროდ, კანონპროექტის მომზადების პროცესი არ იყო საკმარისად გამჭვირვალე, არ მომხდარა მასში ადვოკატების ჩართვა, ადგილი არ ჰქონია ადვოკატების მოსაზრებების მოსმენას, დოკუმენტის დეტალურ განხილვასა და ჯეროვან დისკუსიებს. საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირის განმავლობაში გეგმავს კანონპროექტის უკვე მეორე მოსმენით მიღებას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებით, საპარლამენტო განხილვები უნდა გახანგრძლივდეს და დოკუმენტის მეორე მოსმენით მიღებაც უნდა გადავადდეს”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.
სრულად
წყარო: gyla.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)