თბილისი. 20 ნოემბრს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ოფისში, გაიმართა კოალიცია „ადგილობრივი–რეგიონული თვითმმართველობებისა და ადგილობრივი სამოქალაქო აქტორებისათვის" შეხვედრა. ღონისძიება შეეხებოდა ახალ საკანონმდებლო პროექტს – საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს. შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო კოდექსის პრეზენტაციას, რომელშიც გაერთიანებული იყო კოალიციის ფარგლებში შემავალი თითოეული სუბიექტის მიერ წარმოჩენილი რეკომენდაციები და გამოწვევები, ახალი კოდექსის ფარგლებში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში