en
ge

საიას მოსაზრებები დევნილთა შესახებ კანონპროექტზე

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ" კანონპროექტზე პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა. „საია მიესალმება დევნილთა შესახებ ახალი კანონის მიღების ინიციატივას და მის  საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მცდელობას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, კანონპროექტში არის სადავო ნორმები (დევნილის სტატუსის მინიჭებასთან და დევნილის შემწეობის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები), რომელთა წარმოდგენილი სახით მიღება არ მიგვაჩნია გამართლებულად.  ვფიქრობთ, რომ ამგვარი  ცვლილებები  მნიშვნელოვან  გავლენას ახდენს დევნილთა  მიმართ  დღემდე არსებულ მიდგომებზე, რაც  ფართო განხილვას მოითხოვს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.
საიას მოსაზრებები
წყარო:gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)