en
ge

შიდა პარტიული დემოკრატია და ადგილობრივი თვითმართველობა

შიდა პარტიული დემოკრატია და ადგილობრივი თვითმართველობა
თბილისი. სასტუმრო „თბილისი მარიოტში" საერთაშორისო ორგანიზაციამ „ნიდერლანდების ინსტიტუტმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" (ნიმდ) პუბლიკაციის პრეზენტაცია გამართა. ნარკვევი სამ თემატურ მიმართულებად იყოფა: შიდა პარტიული დემოკრატია გენდერულ ჭრილში, ახალგაზრდების პოლიტიკური საქმიანობა და ადგილობრვ თვითმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობა.

მომზადებული ნარკვევის მიხედვით,  ქალთა როლი და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სულ უფრო და უფრო მცირდება. ასევე მცირდება, ახალგაზრდების როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში. პუბლიკაცია ასევე გვთავაზობს სხვადასვა რეკომენდაციებს, მათ შორის,  როგორ გაიზარდოს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ხარისხი თვითმართველობის საქმიანობაში. ნაშრომში ასევე ნაკლვევია მოსახლეობის ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საბიუჯეტო პროცესში. „ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს უკეთესი კავშირი დაამყაროს მოსახლეობასთან და ბიუჯეტი მოარგოს მათ საჭიროებებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ჩართულობა ძირითადად პასიურ ხასიათს ატარებს და მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებით შემოფიარგლება. მოსახლეეობა არ არის გადაწყვეტილების მიმღები მისაღები სერვისების თაობაზე, იგი მხოლოდ აქტიური მომხმარებელია. დაბალი სამოქალაქო განათლებისა და კულტურის ქონასთან ერთად გადაწყვეტლების მიღებაში ნაკლები ჩართულობა უბიძგებს მათ, იყვნენ პასიურები" .  - ნათქვამია ნაშრომში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)