თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა სამართლის ექსპერტის, ნინო ცუხიშვილის კვლევა „მამხილებლის ინსტიტუტი” საჯარო სამსახურში: საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველო".
კვლევის მიზანია საჯარო სამსახურში მამხილებლის ინსტიტუტის საკანონმდებლო რეგულირებისა და სასამართლო პრაქტიკის შეფასება. სტატიის პირველი ნაწილი განიხილავს მამხილებლის ინსტიტუტის სამართლებრივ რეგულირებას საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ნორმების შედარების საფუძველზე. სტატიის მეორე ნაწილი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ანალიზს საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. დასკვნის სახით, სტატია წარმოადგენს ძირითად მიმართულებებსა და რეკომენდაციებს საქართველოში მამხილებლის ინტიტუტის გაუმჯობესების მიზნით.
წყარო: idfi.ge