en
ge

ცენტრმა „აფხაზეთმა“ იუსტიციის სამინისტროსთან ხელშეკრულება გააფორმა

თბილისი. 9 დეკემბერს, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" აღმასრულებელმა დირექტორმა - ეკა გვალიამ და იუსტიციის მინისტრმა - თეა წულუკიანმა საგრანტო ხელშეკრულება გააფორმეს. ცენტრმა „აფხაზეთმა" იუსტიციის სამინისტროს „ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის" ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. ხელშეკრულების მიხედვით ცენტრი „აფხაზეთი" ორ პროექტს - „ყოფილ მსჯავრდებულთა ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა" და „ყოფილ მსჯავრდებულთა სტაჟირების ხელშეწყობა" - განახორციელებს. პროექტები მიზნად ისახავს ყოფილ მსჯავრდებულთა სრულფასოვანი სოციალური რეინტეგრაციის ხელშეწყობას ბიზნეს საქმიანობისა და სტაჟირების განხორციელების გზით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023