შიდა ქართლი. 16 დეკემბერს, ცენტრმა „აფხაზეთმა" შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ტრენინგი ჩაატარა. ღონისძიებას პრობაციის თანამშრომლები და 12 პირობით მსჯავრდებული დაესწრო. ტრენინგი შეეხო თემებს: ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ლუდომანია და თამბაქოს მოხმარება. ღონისძიება ჩატარდა „პირობით მსჯავრდებულთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და დანაშაულის პრევენციის მხარდამჭერი პროგრამის" ფარგლებში, რომელიც პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში