en
ge

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადება

თბილისი. საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ ვანო მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია „უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს 17 დეკემბერს ივანე მერაბიშვილის მიერ სასამართლო დარბაზში გაკეთებულ განცხადებაში მოყვანილ ინფორმაციაზე ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური რეაგირების გამო და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე. ამავდროულად უზრუნველყოფილი იყოს გამოძიების ობიექტურად, შემჭიდროვებულ ვადებში წარმართვა და მაქსიმალური გამჭვირვალობა, რათა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე პასუხი გაეცეს არსებულ კითხვებს. ასევე აუცილებლად მივიჩნევთ დროუალდ მოხდეს სათანადო ვიდეომასალის ამოღება შესაბამისი უწყებებიდან, რომელიც სიცხადეს შეიტანს ყველა ამ ბრალდებაში. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული მასალები განადგურებული არ იქნება და ის მოგვიანებით ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვისაც", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gdi.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023