მცხეთა–მთიანეთი. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით 17-21 დეკემბერს ატარებს ტრეინინგს. სადაც განიხილება შემდეგი თემატიკა: კომუნიკაცია, ლიდერობა, გენდერული თანასწორობა და ადამიანის უფლებები. ტრენინგი ტარდება გუდაურში, სადაც მონაწილეობას იღებენ გენდერული თანასწორობის ქსელის წევრები და საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი ქალები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში