en
ge

ტრენინგები გენდერის საკითხებზე ყვარელში

კახეთი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი, ბრიტანულ საქველმოქმედო ორგანიზაცია ოქსფამთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, გენდერის საკითხებში მრჩეველთათვის ყვარელში სამდღიან ტრენინგს ატარებს.
ორგანიზაციის წარმომადგენელის, სალომე ბენიძეს თქმით, ტრენინგი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა გენდერის რაობა, გენდერული თანასწორობა, გენდერული სტერეოტიპები, გენდერული მეინსტრიმინგი, გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა, ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებები, ინსტიტუციური მექანიზმები და სხვა:
,,გენდერის საკითხებში მრჩევლის თანამდებობის შემოღება ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და კოალიციის „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის” ინიციატივით მოხდა 2013 წელს. ინიციატივას მხარი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაუჭირა. სამინისტროს რეკომენდაციითა და ხელშეწყობით, გენდერის საკითხებში მრჩეველი ბრძანებით 39 რაიონში დაინიშნა. გენდერის საკითხებში მრჩევლის თანამდებობის შემოღების ინიცირება მოხდა პროექტის „გენდერული სამართლიანობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით”, განაცხადა სალომე ბენიძემ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)