en
ge

დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი პაატა ზაქარეიშვილის განცხადებაზე

თბილისი. დემოკრატიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციის გვერდზე საუბარია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებაზე. „14 იანვარს პაატა ზაქარეიშვილმა საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეპატრიაციას ექვემდებარებიან, მოიხსენია „მაჰმადიან მესხებად". აღნიშნული ტერმინი, გარდა იმისა, რომ ლახავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, ყოფს საზოგადოებრივ ჯგუფებს რელიგიური ნიშნით, ახდენს მათ დისკრიმინაციას და ლახავს პირის ან პირთა წრის პატივსა და ღირსებას ... მოვუწოდებთ ბატონ ზაქარეიშვილს, დროულად განმარტოს საკუთარი განცხადების შინაარსი და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში რათა არ შეილახოს სახელმწიფოს რეპუტაცია", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023