შიდა ქართლი. 21 იანვარს, ასოციაცია „გორის ინვალიდთა კლუბთან" არსებულ გორის ახალგაზრდულ ცენტრს თელავის ახალგაზრდული ცენტრი ესტუმრა. ახალგაზრდებმა საკუთარი ცენტრების პრეზენტაციები გააკეთეს, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და განვლილ აქტივობებზე. აქტივობა დაიგეგმა „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქრთველოში" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. გორში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა „გორის ინვალიდთა კლუბი".
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში