en
ge

ფონდის სამოქმედო სტრატეგიის პრეზენტაცია

თბილისი. 21 იანვარს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2014 წლის სამოქმედო სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი, ასევე ფონდის სხვა წარმომადგენლები. მომხსენებლებმა სტუდენტებს ის პროგრამები და პროექტები გააცნეს, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს ფონდი 2014 წელს და რომლებშიც მონაწილეობის მიღება სტუდენტებსაც შეეძლებათ.
მიმდინარე წელს ფონდმა ახალი პროგრამული პრიორიოტეტები შეიმუშავა. განსაკუთრებული აქცენტი სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მაღალმთიან ან საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ხელშეწყობაზე გაკეთდება, გარდა ამისა, ფონდი მხარს დაუჭერს აკადემიური, საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტების განხორციელებას.
ფონდთან თანამშრომლობით სტუდენტებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ეძლევათ შანსი, საკუთარი იდეების ფარგლებში დასაქმდნენ, მიიღონ სამუშაო გამოცდილება, ანაზღაურება. შეხვედრის ბოლოს მომხსენებლებმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023