თბილისი. 12 სექტემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში ქართულ პრესაში ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობის გაშუქების 15 თვიანი მონიტორინგის შედეგები წარადგინეს. მონიტორინგისთვის შერჩეულ იყო 9 ეროვნული და 3 რეგიონალური ბეჭდური გამოცემა. მონიტორინგი ჩატარდა 2011 წლის 1 მაისი - 2012 წლის 31 აგვისტოს პერიოდში. კვლევისთვის შეირჩა 12 ბეჭდური გამოცემა: „რეზონანსი", „ალია", „კვირის ქრონიკა", „ახალი თაობა", „ვერსია", „კვირის პალიტრა", „ასავალ-დასავალი", „24 საათი" და „Weekend", „პრაიმტაიმი", „ბათუმელები", „სამხრეთის კარიბჭე" და „ახალი გაზეთი". მონიტორინგი მოიცავს როგორც რაოდენობრივ, თვისებრივ ანალიზს.
ქართულ პრესაში უმცირესობები გაშუქების კვლევა პროექტის – „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი ადამიანის უფლებებისა და სოციალური ტოლერანტობისათვის" – ფარგლებში ხორციელდება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი პარტნიორ ორგანიზაციებთან: „ინტერნიუს-საქართველოთან", „ადამიანის უფლებათა ცენტრითან" და ასოციაცია „ათინათთან" ერთად ახორციელებს.