ცენტრმა „აფხაზეთმა" ახალი კოალიციური პროექტის განხორციელება დაიწყო თბილისში, სამეგრელოსა და კახეთში. პროექტის სახელწოდებაა: „ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში".
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო განათლების საჭირო უნარ-ჩვევების მიცემას და მათთვის აქტუალურ საკითხებზე ადვოკატირების კამპანიების განხორციელებას.
თბილისში პროექტს განახორციელებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი", სამეგრელოს რეგიონში - ორგანიზაცია „საუნჯე", ხოლო კახეთის რეგიონში - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი".
პროექტი ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ცენტრ „აფხაზეთის" გვერდი სოციალურ ქსელში