en
ge

ანალიტიკური ორგანიზაციების გაცვლითი პროგრამა

ანალიტიკური ათი ორგანიზაციის წარმომადგენელი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობს. პროგრამა ხორციელდება „ღია საზოგადოების ფონდების" ანალიტიკური ორგანიზაციების ინსტიტუციონალური მხარდაჭერის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია გამოცდილების გაცვლის მხარდაჭერა სხვადასხვა ანალიტიკურ ორგანიზაციებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამასთანავე, ინიციატივის ფარგლებში მოხდება თანამშრომლობის, ერთობლივი კვლევითი პროექტების, ინსტიტუციონალური განვითარების წახალისება და მხარდაჭერა. გაცვლითი პროგრამა ორწლიანია და მოიცავს რამდენიმე პირისპირ შეხვედრას და დისტანციურ კონფერენციებს. ინიციატივის შედეგად განხორციელდება რამდენიმე ერთობლივი კვლევითი პროექტი.
პროექტში მონაწილეობას იღებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროგრამების მენეჯერი, ასევე წარმომადგენლები უნგრეთიდან, არგენტინიდან, უკრაინიდან, ინდონეზიიდან, ეკვადორიდან, პერუდან, სლოვაკეთიდან და ბრაზილიიდან.
ინიციატივის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართება ქალაქ ლიმაში, პერუ, 2014 წლის 25-28 მარტს.
წყარო: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023