en
ge

დისკუსია გენდერულ საკითხებზე

სამცხე–ჯავახეთი. 19 თებერვალს, სამცხე–ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების ოფისში გენდერულ საკითხებზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრას ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" უძღვებოდა.
რა პრობლემები არსებობს საქართველოში გენდერის კუთხით და როგორ შეიძლება მათი მოგვარება, ცნობიერების ამაღლება, თანასწორობა და ქალის პოლიტიკაში მონაწილეობა, – ამ და სხვა საკითხების განხილვაში სამთავრობო და არასამთავრობო, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" მსგავს დისკუსიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მართავს. ორგანიზაცია 2013 წლის ივლისში დაფუძნდა, მისი მიზანია ქალების გააქტიურება, მათი ჩართვა პოლიტიკურ ცხოვრებაში და იმ პრობლემების დაძლევა, რაც საქართველოში გენდერის კუთხით არსებობს.
დისკუსიები იმართება პროექტის „ჟურნალისტები გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)