იმერეთი. 20 თებერვალს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის მოეწყო ქართულ–ჰოლანდიური პროექტის „მეგობრული გზების" პრეზენტაცია. პროექტს ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" ახორციელებს. პრეზენტაციის მიზანი იყო ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ასევე როგორ უნდა გახდეს საქართველოს გზები უსარფხო მოქალაქეებისთვის და როგორ უნდა ავიცილო საგზაო შემთხვევები და რისკები.
ახალგაზრდული ცენტრის თანატოლგანმანათლებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამის პრეზენტაციები გამართონ საჯარო სკოლებში და მოაწყოს საინფორმაციო კამპანიები.
პრეზენტაცია გაიმართა საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს ასოციაცია, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
წყარო: ქუთაისის ახალგარდული ცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში