en
ge

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია–ბათუმის პრეზენტაცია

აჭარა. 27 თებერვალს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) – ბათუმის პრეზენტაცია გაიმართა. სტუდენტებს, ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელმა, ბსუ-ს სტუდენტმა ლევან კუტუბიძემ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაციის საქმიანობა, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები, სხვადასხვა სახის პროექტები, პრიორიტეტები და პერსპექტივები გააცნო. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია 42 სახელმწიფოს 300-მდე უნივერსიტეტშია წარმოდგენილი და 32 ათას სტუდენტს აერთიანებს. ამ ეტაპზე საერთაშორისო ორგანიზაციაში ბსუ-ს 40 სტუდენტია გაწევრიანებული. შეხვედრას, სტუდენტებთან ერთად ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)