en
ge

ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე

ახალციხე. ორგანიზაციამ „პარტნიორობა თანაბარი უფლებებისთვის" ქალთა უფლებებზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ჩაატარა ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე. ღონისძიება განხორციელდა პროექტის - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მეინსტრიმინგი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში" - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი", „დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი" თანამშრომლობით. ამავე შეხვედრაზე მოეწყო სემინარი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის" საქართველოს კანონის ანალიზისა და მასში შესატანი აუცილებელი ცვლილებების შესახებ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)