en
ge

სახალხო დამცველი ჯანდაცვის მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს

თბილისი. სახალხო დამცველი ჯანდაცვის მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს. სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში, სადაც 0–დან 6 წლამდე ასაკის 55 ბავშვი ცხოვრობს. აქედან 54 ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. ვიზიტის დროს „გამოვლინდა სხვადასხვა სახის პრობლემა, კერძოდ, დაწესებულების პროფილი და არსებული მომსახურება არ აკმაყოფილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განსაკუთრებულ საჭიროებებს: ბავშვები არ არიან ჩართული სკოლამდელ განათლებაში... მოგმართავთ რეკომენდაციით, განახორციელოთ საქმიანობა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარების განსაკუთრებული საჭიროებების განსაზღვრის მიზნით და უზრუნველყოთ აღნიშნული ჯგუფი ალტერნატიული ზრუნვის ისეთი სერვისებით, როგორიცაა ადრეული ინტერვენცია და აბილიტაცია/რეაბილიტაცია, სკოლამდელი ინკლუზიური განათლება... ამასთან მოხდეს შენობის ინფრასტრუქტურის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებების გათვალისწინებით, მომსახურე პერსონალის გადამზადება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით".
სრულად
წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023