en
ge

„უფლებებია ჩემი ყვავილები“

კახეთი. 4 მარტს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტისა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ერთობლივი შეხვედრა. სახელწოდებით ,,უფლებებია ჩემი ყვავილები".
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე. ასევე გაიმართა ფილმის ჩვენება და დისკუსია. შეხვედრას დაესწრნენ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან არსებული ქალთა კლუბების წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეები, სტუდენტები, სათემო ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრები.
შეხვედრები გაიმართება რეგიონებში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)