en
ge

სამმხრივი რეგიონული შეხვედრა ბულაჩაურის მწვანე ცენტრში

მცხეთა–მთიანეთი. მიმდინარე წლის 12 სექტემბერს CENN-ის ინიციატივის „სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოფლად მცხოვრებ ქალთა უნარ-შესაძლებლობების გაძლიერება და მათი ჩართვა ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში" ფარგლებში ბულაჩაურის მწვანე ცენტრში  სამმხრივი რეგიონული შეხვედრა გაიმართა.
სამმხრივ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან პროექტის ეროვნული და ადგილობრივი კოორდინატორები, ასევე სამხრეთ კავკასიის ქალთა საბჭოს წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა რესურსების ინტეგრირებული მართვის გეგმის შემუშავების პროცესში სამივე ქვეყნის ადგილობრივი კოორდინატორების მიერ  ჩატარებული შეხვედრების და მათი შედეგების პრეზენტაცია და განხილვა.
პროექტის ადგილობრივმა კოორდინატორებმა და ქალთა საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს ადგილებზე ჩატარებული IRMP (რესურსების ინტეგრირებული მართვის გეგმა) შეხვედრების შედეგები. პრეზენტაციების დროს მათ ისაუბრეს, როგორც შეხვედრების მიმდინარეობის თავად პროცესზე, ასევე შეხვედრების ძირითად შედეგებზე. მათ წარმოადგინეს სამიზნე ტერიტორიებზე არსებული მთავარი პრობლემები, გამომწვევი მიზეზები და ასევე, პრობლემების გადაჭრის გზები, რომლებიც შემუშავებულ იქნა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
პრეზენტაციებს მოჰყვა  აქტიური დისკუსია წარმოდგენილ საკითხებზე.
ინიციატივა ხორციელდება გერმანული ფონდი EED-ის ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:cenn

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023