en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს მთავრობას

თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის 13 მარტის განცხადების თაობაზე მიმართვას უგზავნიან.
„...საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც კომისია „მოსახლეობას სთავაზობს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან თითო თვითმმართველი თემის შექმნის შესაძლებლობის განხილვას, ადმინისტრაციული ცენტრებით თვითმმართველ ქალაქებში."
ხელმომწერ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ასეთი მოდელი:
„1. ვერ შექმნის თვითმმართველობის ისეთ სისტემას, რომელიც მოსახლეობას დააახლოვებდა თვითმმართველობასთან და მისცემდა საშუალებას, მონაწილეობა მიეღო ადგილობრივ გადაწვეტილებათა მიღების პროცესში;
2. ვერ შექმნის საჭირო პირობებს ადგილობრივ ინტერესებზე ორიენტირებული თვითმმართველობის შექმნისთვის;
3. ვერ შექმნის ახალ კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ მიზიდულობის ცენტრებს გეოგრაფიულად და ინფრასტრუქტურულად ურთიერთდაკავშირებულ ტერიტორიებზე;
4. ვერ შექმნის საჭირო პირობებს სოფლის განვითარებისა და ადგილობრივი ლიდერებისა და კვალიფიციურ საჯარო მოხელეთა ზრდისთვის".
საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოთქვამენ მზადყოფნას ჩაერთონ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის პროცესში და საქართველოს მთავრობას მიაწოდონ ხედვები.
სრულად
წყარო: droa.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023