თბილისი. 14 აპრილს, გაიმართა ანტიკორუფციული საბჭოს მორიგი შეხვედრა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს შეხვედრა მიეძღვნა საქართველოს მონაწილეობას ღია მმართველობის პარტნიორობაში და საქართველოს მთავრობის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტის განხილვას. ღონისძიებაზე გაიმართა დისკუსიაც. სხდომა დასრულდა საერთაშორისო რეკომენდაციების იმპლემენტაციის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნით (IDFI აირჩიეს პირველი სამუშაო ჯგუფის მომხსენებლად – ღიაობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და სამოქალაქო ჩართულობა კორუფციასთან ბრძოლის პროცესში) და სამომავლო გეგმების გაცნობით.
წყარო: ogpgeoblog.wordpress.com