en
ge

სახალხო დამცველის განცხადება

თბილისი. სახალხო დამცველმა 16 მაისს, გაავრცელა განცხადება ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველი მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, გაძლიერდეს საზოგადოებასთან მუშაობა არსებული ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთისა და პრევენციისათვის; აგრეთვე განხორციელდეს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებისა და სიძულვილით მოტივირებული სხვა შემთხვევების დროული, ეფექტური და ანგარიშვალდებული გამოძიება. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ არის დისკრიმინაციული ლგბტ პირთა მიმართ, მისი პრაქტიკაში განხორციელება არ იძლევა უფლებადაცვის ადეკვატურ გარანტიებს. ...კვლავ პრობლემად რჩება საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულება, რაც განაპირობებს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს და სხვა დისკრიმინაციულ ქმედებებს. არ ხორციელდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობდა არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების რღვევას....", ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023