en
ge

აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის კონფერენცია

თბილისი. 8-9 ოქტომბერს თბილისი აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის პირველ რეგიონალურ კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციას ესწრება პროგრამის 100 მონაწილე, რომელიც წარმოადგენს კულტურის საჯარო და კერძო სექტორს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში შემავალი ექვსი სახელმწიფოდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) და ასევე ევროკავშირში შემავალი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები.
ორგანიზატორების თქმით აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის პირველმა რეგიონულმა კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მდგრადი განვითარების სფეროში კულტურის სექტორის მზარდი მნიშვნელობა. კონფერენციაზე ასევე მონაწილეებმა აღიარეს სამოქალაქო საზოგადოებრივი სექტორის საკვანძო როლი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რომელიც მათ უნდა ითამაშონ ეროვნულ–კულტურული განვითარების საქმეში. 
აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამა ერთი წელია რაც ხორციელდება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კულტურის სექტორის ინსტიტუციურ განვითარებას და გააძლიეროს კულტურის სფეროს როლი ქვეყნის განვითარებაში, სოციალურ ტრანსფორმაციაში, კონფლიქტების გადაჭრისა  და ევროპასთან დაახლოების საქმეში. ასევე, პროგრამის ერთ–ერთი მთავარი მიზანია კულუტურული პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა სამთავრობო დონეზე. ამ მიზნებს პროგრამა ახორციელებს 15 რეგიონული პროექტის საშუალებით, რომელთაგანაც საქართველო 12 პროექტშია ჩართული.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)