en
ge

მრგვალი მაგიდა ხანდაზმულთა რესურს ცენტრში

აჭარა. ხანდაზმულთა რესურს ცენტრში მორიგი ,,მრგვალი მაგიდა” გაიმართა. შეხვედრაზე დამსწრეებმა ქობულეთში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა პრობლემები განიხილეს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 3815-მდე შშმ პირია რეგისტრირებული, მათ შორის 137 ბავშვია. შეხვედრაზე, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად შშმ ბავშვთა მშობლები ესწრებოდნენ, ისაუბრეს პრობლემებზე: არ არის ადაპტირებული შენობა-ნაგებობები, რაიონს არ ჰყავს ადაპტირებული ტრანსპორტი და ა.შ.
აღნიშნულ თემაზე ხანდაზმულთა რესურს ცენტრი მუშაობას გააქტიურებს, მომზადდება წერილი შშმ პირთა პრობლემებთან დაკავშირებით და მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს წარედგინებათ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023