en
ge

,,ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე“

კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის" თელავის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს ,,ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე".
პროექტის მიზანია ოჯახური ძალადობის დაძლევის ხელშეწყობა სოფლად, აგრეთვე, მოზარდი თაობის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დონის ამაღლება ოჯახური ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, მათთვის ინფორმაციის მიწოდებისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვვის გზით.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა ბაწაშვილი:
,,ვმუშაობთ მოზარდი თაობის აღზრდისათვის არაძალადობრივი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე, რაც მომავალში, იმედია, გახდება საფუძველი იმისა, რომ ვიცხოვროთ საზოგადოებაში ძალადობის გარეშე. 
პროექტის ფარგლებში ვატარებთ ტრენინგებს და ვეხმარებით მსგავსი ტიპის პრობლემების მქონე ოჯახებს, ქალებსა და ბავშვებს. თუ საჭიროება მოითხოვს მსხვერპლი გადაგვყვავს დაცვის ეროვნული ქსელის კუთვნილ თავშესაფარში, სადაც უტარდებათ ფსიქოსარეაბილიტაციო კურსები და უქმნიან საუკეთესო პირობებს კრიზისიდან გამოსვლისა და შემდგომი რეაბილიტაციისთვის".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)