აჭარა. 11-14 ივლისს ბათუმში ტარდება „მოხალისეობის ფორუმი", რომელშიც მონაწილეობას იღებენ მოხალისეობის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნულ ფორუმზე წარმოდგენილია არასამთავრობო და სამთავრობო ორგანზიაციების საქმიანობის ანალიზი, მათი ხედვა მოხალისეობის განვითარების შესახებ, ფორუმზე ასევე იმართება დისკუსიები მოხალისეობის ძირითად ასპექტებზე, მოხალისეობის შესახებ კანონპროექტსა და მოხალისეობის ქსელის ფარგლებში სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
ფორუმი ტარდება პროექტის „მოხალისეობის ქსელის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ბორჯღალი", „გურიის ახალგაზრდული რესურს-ცენტრთან", „ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან", „ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრთან" და „სიქასთან" პარტნიორობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის.