en
ge

მწვანე საათი ბათუმში

აჭარა. 15 ივლისს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოებისათვის ინიციატივით, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა აქცია – „მწვანე საათი ბათუმში". ღონისძიების მიზანს საქართველოში უსაფრთხო და ეკლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაცია წარმოადგენდა. აქციის ფარგლებში, ახალგაზრდებმა, საოცრებათა მოედნიდან ბათუმის ქუჩები ველოსიპედით მოიარეს. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციით ორგანიზატორებს სურდათ ყურადღება ჰაერის დაბინძურების საკითხებზე გაემახვილებინათ, რადგან იგი ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია.
ღონისძიების მეორე ნაწილი, სახელწოდებით „როცა ძრავი ჩართულია" – მიზნად ისახავდა ბათუმის ქუჩებში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ავტომობილების მფლობელებისთვის ლიფლეტების დარიგებას. ბეჭდურ მასალაში ყურადღება გამახვილებული იყო საწვავის შესახებ ინფორმაციაზე და ავტომობილის გამოყენების შემცირებაზე. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსია: „უსაფრთხო, სუფთა, ხელმისაწვდომი და მწვანე ტრანსპორტის ადგილი თანამედროვე ქალაქში". დისკუსიაზე ქალაქის მწვანე პოლიტიკის და თანამედროვე ტრანსპორტის არსებულ პრობლემებსა და გამოწვევების შესახებ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, ქალაქ ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის ადმინისტრაცისა და ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები მსჯელობდნენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023