en
ge

ტრენინგი საჩხერეში

იმერეთი. 15 აგვისტოს, „საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე" პირთა რეგისტრირებული კავშირის პროექტის - „ხელმისაწვდომი ფიზიკური გარემო - გზა სოციალური ინტეგრაციისაკენ" - ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგი „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის პროცესში". ტრეინინგი ჩაატარა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენლებმა. პროექტი ხორციელდება კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის პროექტის - „შეზღუდული შესაძლებლობის ადვოკატირება" - ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023