კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" ინიციატივით, თელავში, შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციაში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთად თვითმმართველი თემი თელავის მუნციპალიტეტის თანამშრომლებმაც მიიღეს.
როგორც „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, დასუფთავების აქცია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში დაფუძნებული კამპანიის ,,დავასუფთაოთ მსოფლიო" (Clean Up the World) ფარგლებში გაიმართა.