თბილისი. ,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ” განცხადება გაავრცელა. „2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შემდგომ, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აღარაა აღმასრულებელი ხელისუფლების სუბიექტი. მთავრობის ფორმირების პროცესში მისი როლი აბსოლუტურად ფორმალურია. პრეზიდენტი აღარ წარმრთავს და აღარ ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ კონსტიტუცია მთავრობას განსაზღვრავს. სწორედ ეს უკანასკნელია უფლებამოსილი, განახორციელოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა.
...მივიჩნევთ, რომ დაფიქსირებული მოსაზრებები, იმის თაობაზე, რომ არსებული მმართველობის მოდელი არის ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა, არაა გამართლებული და არ შეესაბამება ამ უკანასკნელის ძირითად მახასიათებლებს. არსებული მოდელი, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ფუნქციების გადანაწილების მიხედვით, ითვლება სწორედ საპარლამენტო მოდელად", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში